ჩვენ შესახებ
სწრაფი და დროული მომსახურების, მარტივი კომუნიკაციისა და გამჭვირვალობის მეშვეობით ჩვენ ვუზრუნველყოფთ მომხმარებლებისთვის საუკეთესო გამოცდილების შექმნას.
MyMakulatura
დაარსდა 2020 წელს და ჩვენი მიზანია მაკულატურის შეგროვებისა და მისი მეორეულად გადამუშავების გზით შევამციროთ ნარჩენების გავლენა გარემოზე, რაც თავის მხრივ საზოგადოებაში ნარჩენების გადამუშავების მიმართ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის გაჩენას და ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.
ნებისმიერი ტიპის ქაღალდის წარმოებისთვის, მათ შორის წიგნების დამზადებისთვის უამრავი ხე იჭრება რაც ზიანს აყენებს ჩვენს ირგვლივ არსებულ ეკოსისტემას. ნარჩენების დახარისხებას და გადამუშავებას დღეს მსოფლიოში დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. მაკულატურა ნარჩენების ერთ-ერთი სახეა. მისი გადამუშავება, ტყის გაჩეხვასაც შეამცირებს, რადგან 1 ტონა მაკულატურის გადამუშავება 17 ხის გადარჩენას ნიშნავს.
ჩვენი ამოცანებია:
1. შევინარჩუნოთ გარემო – სახლებში, ბიბლიოთეკებში, სხვადასხვა ორგანიზაციებში უამრავი წიგნი, ჟურნალ-გაზეთი, თაბახის ფურცლები თუ სხვა ტიპის ქაღალდი გროვდება, რაც აღარ არის საჭირო, თუმცა მათი საშუალებით შეგვიძლია ტყე გაჩეხვისგან დავიცვათ და გადავარჩინოთ ის ხეები, რომლებიც რეალურად ამ ქაღალდისთვის იჭრება.
2. ნედლეულის მეორეულად გამოყენება – ხელი შევუწყოთ საქართველოში მაკულატურის ჩაბარების ჩვევად ჩამოყალიბებას და გადამუშავების მიმართ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის დამკვიდრებას. ჩვენ ვთავაზობთ ბიზნესებს
სერვისები
- ადგილზე მომსახურება და ანგარიშწორება
- საუკეთესო ფასი
- ოპერატიულობა და სასურველი დროის შერჩევა
- უსაფრთხო, სანდო მობილური ჯგუფები
- 100%-იანი კონფიდენციალურობა
- ეფექტური გზა ქაღალდის ნარჩენების მართვისთვის და თქვენი ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობისთვის
ჩვენი გუნდი
ვიბარებთ მაკულატურას – ნებისმიერი ტიპის ქაღალდს! თუ თქვენ აგროვებთ ქაღალდს ან უბრალოდ გიწევთ მათი ნარჩენის სახით გადაყრა, ჩვენ მოხარულები ვიქნებით შევიძინოთ 50 კილოგრამზე მეტი რაოდენობის მაკულატურა საუკეთესო ფასად. დაგვიკავშირდით და მოგემსახურებით თქვენთვის სასურველ მისამართზე.