მიუხედავად დღევანდელი რეალობისა და ტექნოლოგიების არსებობის, ქაღალდი მაინც ჩვენი ცხოვრების განუწყვეტელი ნაწილი არის. ქაღალდის გამოყენება მოსახერხებელი და კომფორტულია, თუმცა უნდა გავითვალისწინოთ მასთან დაკავშირებული ეკოლოგიური პრობლემები. ქაღალდი შეადგენს ნაგავსაყრელებზე მთლიანი ნარჩენების 26%-ს, რაც იწვევს ტყეების განადგურებას, ჰაერის დაბინძურებასა და ნარჩენების გაზრდას.
საინტერესო ფაქტები ქაღალდის შესახებ
ამ სტატიაში გავეცნობით ქაღალდის გამოყენების რამდენიმე საინტერესო ფაქტს:
1. იმ შემთხვევაში, თუ გადაამუშავებთ ერთ ტონა ქაღალდს, თქვენ გადაარჩენთ მინიმუმ 17 ხეს
ქაღალდის გადამუშავების ფაქტების თანახმად, ერთი ტონა ქაღალდის გადამუშავება ინარჩუნებს 17 ხეს, 7000 გალონ წყალს, სამი კუბური იარდი ნაგავსაყრელ ადგილს და ამცირებს 60 ფუნტი ჰაერის დამაბინძურელი ნივთიერებების გავრცელებასა და გაზრდას.
2. წარმოებული ქაღალდის ნახევარის გადამუშავება არის შესაძლებელი
ყოველწლიურად წარმოებული 200 მილიონი ტონა ქაღალდი არის გადამუშავებული. ეს არის წარმოებული ქაღალდის მთლიანი რაოდენობის ნახევარი.
3. ტყის განადგურება გარემოსა და ჰაერზე უფრო ცუდად მოქმედებს, ვიდრე ტრანსპორტი
ტყეების განადგურება იწვევს კლიმატის ცვლილების უფრო მეტ გამოყოფას, ვიდრე ტრანსპორტი.
4. თითო ოჯახზე 6 ხე
ქაღალდის გამოყენების ფაქტების თანახმად, ყოველწლიურად თითო ოჯახი საშუალოდ 6 ხის ღირებულების ქაღალდს იყენებს.
5. ქაღალდის ნარჩენები ნაგავსაყრელის ნარჩენების 16%-ს შეადგენს
ქაღალდის ნარჩენების სტატისტიკის თანახმად, ქაღალდის ნარჩენები ნაგავსაყრელზე ნარჩენების 16%-ს შეადგენს.
6. ქაღალდის წარმოება მესამე ყველაზე ენერგო-ინტენსიური პროცესია
ხისგან ერთი ტონა ქაღალდის დასამზადებლად 98 000 სხვადასხვა რესურსის გამოყენება არის საჭირო. ეს კი ქაღალდის წარმოებას ხდის მესამე ყველაზე ენერგო-ინტენსიურ პროცესად.
7. ქაღალდი ერთ-ერთი ყველაზე დიდი დამაბინძურებელი ნივთიერებაა
მუნიციპალური ნარჩენების 30% – 40% არის ქაღალდი, ხოლო ოფისის ნარჩენების 50% ნაგავსაყრელებზე არის ქაღალდი.
8. ყველაზე მეტ ქაღალდს ამერიკელები და ევროპელები იყენებენ
ჩრდილოეთ ამერიკელები და ევროპელები ყოველწლიურად იყენებენ 200 კგ-ზე მეტ ქაღალდს.
9. საოფისე ქაღალდის ნარჩენების 7% გადამუშავებადია
ყოველწლიურად ამერიკელი ოფისის თანამშრომელი საშუალოდ იყენებს 10 000 ფურცელს.
ამ საოფისე ქაღალდის ნარჩენების 77% გადამუშავებადია.
10. ქაღალდის გადამუშავება იწვევს დაბინძურების მხოლოდ 5%-ს
ქაღალდის დაბინძურების ფაქტების თანახმად, დაბინძურების მხოლოდ 5% არის გამოწვეული ქაღალდის ნაჭრის გადამუშავებისას და ინარჩუნებს ენერგიის 50%-ს, რაც უზრუნველყოფს ახალი ქაღალდის შექმნას.
11. უსარგებლო ფოსტის ინდუსტრია ყოველწლიურად ანადგურებს დაახლოებით 100 მილიონ ხეს
ყოველწლიურად უსარგებლო ფოსტის ინდუსტრია ანადგურებს დაახლოებით 100 მილიონ ხეს.
ყოველწლიურად ამერიკული ოჯახები იღებენ 104,7 მილიარდ წერილს, რაც მოითხოვს 6,5 მილიონ მეტრულ ტონა ქაღალდს.
12. არდადეგების პერიოდში იხარჯება შედარებით მეტი ქაღალდი
ქაღალდის ნარჩენების ფაქტების თანახმად, შეერთებულ შტატებში ყოველწლიურად დაახლოებით 2,6 მილიარდი სადღესასწაულო ბარათი იყიდება.
13. ყოველკვირეული საკვირაო გაზეთების დასამზადებლად საჭიროა 500 000-ზე მეტი ხე
ყოველკვირეული საკვირაო გაზეთების დასამზადებლად საჭიროა 500 000-ზე მეტი ხის განადგურება.
ჩვენი გაზეთების დიდი ნაწილი რომ გადაგვემუშავებინა, ყოველწლიურად დაახლოებით 250 000 000-ზე მეტი ხე შეიძლება გადაგვერჩინა.
14. სუპერმარკეტები წელიწადში 6 მილიონ ქაღალდის პარკს იყენებს
ქაღალდის ნარჩენების სტატისტიკის თანახმად, ერთ სუპერმარკეტს შეუძლია გამოიყენოს 6 მილიონზე მეტი ქაღალდის პარკი ყოველწლიურად.
15. მაღალ-ხარისხიანი ქაღალდი არის ერთ-ერთი ყველაზე ფუჭი სახეობა
მაღალი ხარისხის ქაღალდი შეიძლება საკმაოდ სასარგებლო აღმოჩნდეს გადამუშავების პროცესში.
თუმცა, გადამუშავების ნაცვლად მას ხშირად ნაგავში აგდებენ.
16. ქვითრების გადამუშავება არ შეიძლება
ქვითარი არ ექვემდებარება გადამუშავებას, რადგან დაფარულია სპეციალური BPA-ით.
ამიტომ, იმ შემთხვევაში, თუ ქვითარი არ გჭირდებათ, არ მოითხოვოთ ის.
17. პერგამენტული ქაღალდის გადამუშავება არ შეიძლება
პერგამენტული ქაღალდის გადამუშავება შეუძლებელია, მაგრამ მისი ხელახლა გამოყენება სრულიად შესაძლებელია, რაც მის გადამუშავებაზე უკეთესი ალტერნატივაა.
18. ქაღალდის წარმოება მოითხოვს წყლის დიდი რაოდენობის გამოყენებას
ქაღალდის ინდუსტრია წყლის ყველაზე დიდი სამრეწველო მომხმარებელია.
ერთი A4 ზომის ფურცლის დასამზადებლად საჭიროა 10 ლიტრი წყლის დახარჯვა.
19. მე-4 უმსხვილესი სათბურის გამომსხივებელი
ქაღალდი ასევე აწარმოებს ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ სათბურის გაზს, მეთანს, რომელიც ნაგავსაყრელზე იშლება.
მეთანი 23-ჯერ უფრო ძლიერია, ვიდრე ნახშირორჟანგი.
20. თითო ოჯახში იყრება 13 000 ქაღალდი
სტატისტიკის თანახმად, ყოველწლიურად თითო ოჯახი საშუალოდ 13 000 ქაღალდს აფუჭებს. უმეტესობა მოიცავს შეფუთვასა და უსარგებლო ფოსტას.
სხვადასხვა ფაქტი და სტატისტიკა ქაღალდის ნარჩენების შესახებ. რამდენი ქაღალდი არის გადამუშავებული ყოველწლიურად?
ყოველწლიურად დაახლოებით 44,2 მილიონი ტონა ქაღალდი არის გადამუშავებული.
რამდენი ქაღალდი იხარჯება ყოველწლიურად?
ქაღალდის ნარჩენების სტატისტიკის თანახმად, ყოველწლიურად იქმნება 85 მილიონი ტონა ქაღალდის ნარჩენი. ეს კი დაახლოებით 680 ფუნტს უდრის ერთ ადამიანზე.
რამდენი ხე იჭრება და ნადგურდება ყოველწლიურად ქაღალდის დასამზადებლად?
მსოფლიოში, ქაღალდის დასამზადებლად, ყოველწლიურად 4 მილიარდი ხე იჭრება.
როგორ მოქმედებს ქაღალდის გამოყენება ჩვენს გარემოზე?
ქაღალდი იწვევს ტყეების განადგურებას, ხარჯავს ენერგიისა და წყლის დიდ რაოდენობას და იწვევს ჰაერის დაბინძურებას. ქაღალდი ასევე შეადგენს ნაგავსაყრელებზე მთლიანი ნარჩენების დაახლოებით 26 %-ს.
დასკვნა
ჩვენი ყოველდღიური რუტინიდან გამომდინარე, ქაღალდის გამოყენების შემცირება და ამოკვეთა შეიძლება ცოტა რთული აღმოჩნდეს მოსახლეობისთვის. თუმცა, შეგიძლიათ შეამციროთ თქვენი ქაღალდის გამოყენების სიხშირე; გირჩევთ, გამოიყენოთ ქაღალდი მხოლოდ მაშინ, როცა ის ნამდვილად გჭირდებათ.