ქაღალდის გადამუშავება

მაკულატურის ჩაბარება

თქვენ გაოცდებით, თუ ისეთ ადამიანს შეხვდებით, რომელმაც არაფერი იცის ქაღალდის შესახებ. მარტივი დასანახია, თუ რა დიდ როლს თამაშობს ქაღალდი ჩვენს ყოველდღიურ საქმიანობაში. ჟურნალებიდან დაწყებული პირადი დღიურებით დამთავრებული, ჩვენ ყველაფერში მას მოვიხმართ.

სამწუხაროდ, სამუდამო არაფერია და ისინიც, გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, მნიშვნელობას და ღირებულებას დაკარგავს და თქვენც ნელნელა თავიდან მოიცილებთ. თუმცა თქვენ გაქვთ დარჩენილი ქაღალდის გადამუშავების შესაძლებლობა. თუ გსურთ მეტი გაიგოთ ქაღალდის გადამუშავების შესახებ, მიყევით ბოლომდე ჩვენს საინტერესო სტატიას და აღმოაჩინეთ სიახლეები ამ სფეროში.

რა არის ქაღალდის გადამუშავება?

ქაღალდის გადამუშავების პირველი ნაბიჯი არის მაკულატურის ჩაბარება ფასის თუ სხვა მახასითებლის მიხედვით. ეს პროცესი ხდება ქაღალდის ხელახალი გამოყენებისთვის, რაც დადებითად მოქმედებს როგორც ეკონომიკურ, ისე ეკოლოგიურ საკითხებზე. მაკულატურა შეიძლება შეგროვდეს გადასაყრელად გამზადებული ქაღალდის ნარჩენებისგან, იქნება ეს საოფისე მასალა თუ სამომხმარებლო გამოყენებაში არსებული ქაღალდი. საყოველთაოდ ცნობილი და ხშირი მაგალითებია ძველი გაზეთების, ჟურნალების და წიგნების ჩაბარება.

სხვა ფორმები, როგორიცაა გოფრირებული, შესაფუთი და ჩასაწყობი ქაღალდები სხვა სახის ქაღალდების მსგავსად, ჩვეულებრივ მოწმდება პროცესის დაწყებამდე გადამუშავების ვარგისიანობისთვის. ქაღალდები გროვდება ნარჩენების ადგილებიდან, შემდეგ იგზავნება ქაღალდის გადამუშავების ობიექტებში. ქვემოთ ამ საკითხის შესახებ, კიდევ უფრო დეტალურ ინფორმაციას მიიღებთ.

NorCal კომპაქტორების თანახმად, ქაღალდის გადამუშავება არის გამოყენებული ქაღალდის ხელახალი დამუშავება. მისი მიზანია ახალი და გამოსაყენებელი ქაღალდის დამზადება.

როგორ ხდება ქაღალდის გადამუშავება: ნაბიჯ-ნაბიჯ პროცესი

ახლა, როცა მეტი იცით ქაღალდის გადამუშავების შესახებ, შეიძლება უბრალოდ იკითხოთ, როგორ ხდება გადამუშავება. აქ არის სახელმძღვანელო იმის შესახებ, თუ როგორ ამუშავებენ კომპანიები ქაღალდს.

ნაბიჯი 1: შეგროვება და ტრანსპორტირება

ეს არის პირველი ნაბიჯი ქაღალდის გადამუშავების პროცესში.

 ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი მოიცავს მაკულატურის შეგროვებას. ეს გულისხმობს ქაღალდის ნარჩენების შეგროვებას სხვადასხვა მაღაზიიდან, როგორიცაა თქვენი სახლი, ოფისი და ბიზნესის მიმდებარე ტერიტორია. ჩვენ, Mymakulatura.ge მაკულატურის რეალიზაციის მსურველებთან მივდივართ სასურველ მისამართზე და ვემსახურებით ადგილზე: ხდება მაკულატურის აწონვა და შემდგომ ანგარიშსწორება.

ნაბიჯი 2: დახარისხება

გადამამუშავებელ ქარხანაში ხდება ქაღალდების დახარისხება და გამოყოფა. ეს პროცესი გვეხმარება იმ ქაღალდების იდენტიფიცირებაში, რომლებიც გადამუშავდება და რომელიც გადასაყრელია. ამ ეტაპზე, ჩვენ ასევე ამოვიღებთ ყველა სხვა გარე მასალას მაკულატურიდან.

გადამუშავების ობიექტში მიღების შემდეგ, ქაღალდები შემდგომი დახარისხება ხდება რაოდენობისა და ქაღალდის ღირებულების მიხედვით, ქაღალდის დასამზადებლად გამოყენებული მასალების შეფასებით. უმეტეს შემთხვევაში, ქაღალდები კლასიფიცირდება მათი ზედაპირის დამუშავებისა და სტრუქტურის მიხედვით.

მაგალითად, ძალიან თხელი მსუბუქი ქაღალდის მასალები, როგორიცაა გაზეთები, განცალკევებულია სქელი ქაღალდის მასალებისგან, როგორიცაა ქაღალდის საქაღალდეებში გამოყენებული. დახარისხება მნიშვნელოვანია, რადგან ქაღალდის ქარხნები აწარმოებენ სხვადასხვა კლასის ქაღალდის მასალებს აღდგენილი მასალების მიხედვით.

ნაბიჯი 3: დაქუცმაცება და დარბილება

დახარისხების დასრულების შემდეგ, მომდევნო ნაბიჯი მოიცავს დაქუცმაცებას, რასაც მოჰყვება დარბილება. დაქუცმაცება ხდება ქაღალდის მასალების წვრილ ნაჭრებად დაშლით. მას შემდეგ, რაც მასალა წვრილად დაქუცმაცდება, მას ურევენ წყალს და ქიმიკატებს ქაღალდის ბოჭკოვანი მასალების დასაშლელად.

ის აქცევს ქაღალდის მასალებს ნაფხვიერ ნივთიერებად, პროცესს, რომელსაც პულპირებას უწოდებენ. ეს ის წერტილია, სადაც ის გადის გაცხელების პროცესს, რაც მას რბილად აქცევს. ჩვეულებრივ, მოწყობილობას, რომელსაც პულერი ეწოდება, არის ის, რასაც გადამუშავების კომპანიები იყენებენ მერქნის პროცესისთვის. და ეს კეთდება წყლის და ქიმიკატების დამატებით, როგორიცაა კაუსტიკური სოდა და წყალბადის ზეჟანგი.

ნაბიჯი 4: სკრინინგი

ამ პროცესში თქვენ ამოწმებთ დაქუცმაცევბულ რბილ მასას და აცალკევებთ ერთმანეთისგან თქვენთვის სასურველ და არასასურველ ნარჩენებს. ამ პროცესის დასრულებისას თქვენ უკვე გაქვთ გასუფთავებული მასა.

ნაბიჯი 5: მელნისგან გასუფთავება

ეს ეტაპი ყოველთვის არაა საჭირო. ეს დამოკიდებულია ქაღალდზე და იმ ადგილზე, სადაც ქაღალდზე დატანილია მელანი. ამ დროს ქაღალდს სცილდება მელანი და წებოს ნარჩენები.

მას შემდეგ, რაც რბილი მასა წარმოიქმნება, ხდება უფრო დიდი დამაბინძურებელი ნაჭრების ამოღება, ესენია: მელანი, კავები, პლასტიკური ფირი და წებო. შემდეგ რბილ მასას ურევენ ახალ მასალას, რათა ფხვიერი ნივთიერება გამაგრდეს და უფრო მტკიცე საბოლოო პროდუქტად იქცეს. სუფთა ქაღალდის რბილობი მოთავსებულია მანქანაში, რომელიც ასუფთავებს ქაღალდის რბილობს ნარჩენებისგან.

შემდეგ კიდევ ერთი ფილტრაციის ეტაპი ხდება, რათა კიდევ უკეთ გასუფთავდეს არასაჭირო მასისგან გადამუშავებული რბილობი. მსუბუქი მასალები, როგორიცაა პლასტმასი, ტივტივებს ზემოთ, ხოლო მძიმე მასალები, როგორიცაა ლითონი, ძირს ეცემა.

ნაბიჯი 6: გაუფერულება

ეს ეტაპი აქტუალურია, როდესაც ხდება თეთრი ქაღალდის წარმოება. ამ ეტაპზე, გამოიყენება წყალბადის ზეჟანგი, რათა გაიზარდოს სიკაშკაშე, სისუფთავე და სითეთრე. გარდა ამისა, შესაძლებელია ჟანგბადის ან ქლორის დიოქსიდის გამოყენება. თუმცა, თუ თქვენ მუყაოდ გადამუშავება გსურთ, არ გჭირდებათ რბილობის გაუფერულების პროცესი. ეს ეტაპი აქტუალურია, როდესაც ხდება თეთრი ქაღალდის წარმოება. ამ ეტაპზე, გამოიყენება წყალბადის ზეჟანგი, რათა გაიზარდოს სიკაშკაშე, სისუფთავე და სითეთრე. გარდა ამისა, შესაძლებელია ჟანგბადის ან ქლორის დიოქსიდის გამოყენება. თუმცა, თუ თქვენ მუყაოდ გადამუშავება გსურთ, არ გჭირდებათ რბილობის გაუფერულების პროცესი. გარდა ამ მეთოდისა, თქვენ შეგიძლიათ, საღებავი დაუმატოთ რბილობ მასას, თუმცა შემდეგ დაგჭირდებათ ამ საღებავის ბოჭკოების გამოცალკევება.

Მთელ ამ პროცესს უწოდებენ გაუფერულების ეტაპს, რადგან ამ დროს ქაღალდი უკვე საბოლოო დამუშაებისთვის არის მზად.

ნაბიჯი 7: დახვევა

ეს არის ქაღალდის გადამუშავების მთელი პროცესის ბოლო ეტაპი. აქ თქვენ ამზადებთ სუფთა რბილობს ახალ ქაღალდად ქცევის დასაწყრებად. თუმცა, უმჯობესი იქნება, თუ აქ განსაკუთრებულ სიფრთხილეს გამოიჩინეთ. ეს იმიტომ, რომ თქვენ ქაღალდის რბილობი უნდა შეურიოთ ქიმიკატებს და ცხელ წყალს. თუმცა, თქვენს მიერ დამატებული ცხელი წყალი უნდა იყოს უფრო დიდი რაოდენობით, ვიდრე რბილობი და ქიმიური ნივთიერებები. შემდეგ ეს ნარევი თანდათანობით თავსდება მანქანაში სპეციალური საპრესი რგოლებით. ეს უზრუნველყოფს რბილობიდან ყველა სახის ტენიანობის მოცილებას. შემდეგ, ქაღალდის რბილობის სრულად გასაშრობად, გამოიყენება ლითონის გახურებული მექანიზმი.

გაწმენდილი რბილობი ერწყმის ახალ საწარმოო მასალებს, რის შემდეგაც იგი გაშრება ბრტყელ კონვეიერზე და გაცხელებულ ცილინდრულ ზედაპირებზე. როდესაც რბილობიდან გამოვა ბლანტი სითხე, ის გადადის ავტომატიზირებულ მანქანაში, რომელიც ზედმეტ წყალს განდევნის. როდესაც რბილობი მყარდება, ის გადის ორთქლით გაცხელებულ ცილინდრებში, რომელიც ქმნის ქაღალდის უწყვეტი ფურცლების გაბრტყელებულ გრძელ რულონებს.

ამის შემდეგ შეგიძლიათ დაჭრათ ეს ქაღალდის ფურცელი სასურველ ფორმებსა და ზომებში. გადამუშავების შედეგად მიღებული ქაღალდის ფურცლები იჭრება, გროვდება და იგზავნება სხვადასხვა ბიზნეს მაღაზიებში ან მწარმოებლებში, რომლებიც იყენებენ ქაღალდს თავიანთი პროდუქციის დასამზადებლად.

გაზიარება

სხვა პოსტები

ქაღალის გადამუშავება

ქაღალდის გადამუშავების სამი ძირითადი დადებითი მხარე

ამერიკელების უმრავლესობას ღრმად სწამს და სჯერა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია გადავამუშაოთ თითოეული ქაღალდის ნაჭერი. განვითარებად ქვეყნებში ქაღალდის გადამუშავების მიმართულებით უფრო მეტი პრობლემემია. საქართველოშიც მსგავსი ვითარებაა. უნდა

ქაღალის გადამუშავება

ქაღალდის გადამუშავების 7 ძირითადი დადებითი მხარე

ქაღალდის გადამუშავება – არ არის მხოლოდ ნარჩენების მრავალჯერადი გამოყენების პროდუქტად გადაქცევის პროცესი, არამედ ის უფრო დიდ გავლენას ახდენს გარემოზე, საზოგადოებასა და ეკონომიკაზე. თითოეული ჩვენგანი სერიოზულად

მაკულატურის ჩაბარება

მაკულატურის გადამუშავების მნიშვნელობა

ადამიანების უმეტესობას არ ესმის, თუ რა სარგებელი მოაქვს ქაღალდის გადამუშავებას და როგორ უნდა გადავამუშაოთ ქაღალდი სწორად. რადგანაც, ქვეყნების უმრავლესობისთვის  რესურსებისა და ნარჩენების მართვა ხდება შედარებით

ქაღალის გადამუშავება

რა არის მუყაო? მუყაოს გადამუშავების ძირითადი საფეხურები, დადებითი მხარეები და ფაქტები

გადამუშავება, როგორც ძალიან ვრცელი და საინტერესო თემა, საჭიროებს უფრო ფართო განხილვას. ამ სტატიაში განვიხილავთ მუყაოს გადამუშავებას. თავდაპირველად, საჭიროა გავიგოთ, გავაანალიზოთ და შევისწავლოთ, თუ რა არის