ქაღალდის წარმოება იწვევს ტყეების განადგურებას, ხარჯავს უზარმაზარ ენერგიას და წყალს და ხელს უწყობს ჰაერის დაბინძურებას.
ქაღალდის წარმოება და ნარჩენები
2010 წლიდან 2060 წლამდე, ქაღალდის გლობალური მოხმარება სავარაუდოდ გაორმაგდება. მსგავსი რაოდენობა ექნება ქაღალდის ნარჩენებსაც.
ქაღალდის წარმოების გაზრდამ ასევე ცუდად იმოქმედა მსოფლიოს ტყეებზე, რომლებიც ისედაც კრიტიკულ მდგომარეობაში არიან. 2001 წლიდან 2019 წლამდე გლობალურად განადგურდა 386 მილიონი ჰექტარი ტყე. ეს დანაკარგი კი წარმოადგენს ხეების თითქმის 10%-ით შემცირებას 2000 წლიდან.
როგორ მზადდება ქაღალდი?
დღესდღეობით, ადამიანების უმეტესობა ქაღალდის გარეშე ცხოვრებას ასე თუ ისე შეეჩვია. მაგრამ ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი, რადგან ძალიან რთულია გადაეჩვიო ასეთ მნიშვნელოვან ადამიანურ პროდუქტსა და რესურსზე. გაზეთებიდან დაწყებული, შეფუთვებით დამთავრებული, ქაღალდი კვლავ აქტუალური პროდუქტია, რაც ცუდად მეტყველებს ჩვენს ეკოლოგიაზე. იყო დრო, როდესაც ქაღალდი მოსახლეობისთვის იშვიათი და ძვირფასი პროდუქტი იყო. ახლა კი ის ავსებს მთელ ჩვენს სამყაროს. თავდაპირველად ქაღალდი იყო დამზადებული, როგორც კომუნიკაციის ერთ-ერთი საშუალება, მაგრამ დღეს ქაღალდი გამოიყენება შეფუთვების დასამზადებლად.
ქაღალდის წარმოებას გაცილებით მეტი ენერგია ჭირდება, ვიდრე პლასტიკური ჩანთის წარმოებას. თითოეული პროდუქტის წარმოებას ჭირდება ენერგია.
ქაღალდის შემთხვევაში კი, ხეების დიდი რაოდენობის მოჭრა არის საჭირო. ტყის განადგურება ერთ-ერთი მთავარი ეკოლოგიური პრობლემაა, რომელსაც დღესდღეობით ვაწყდებით. გლობალური ხის მოსავლის 42% გამოიყენება ქაღალდის დასამზადებლად.
თქვენი აზრით, ღირს თუ არა ამ პროდუქტისთვის სიცოცხლის გადამრჩენი ხეების მოჭრა? ამ სტატიაში გაგიზიარებთ ქაღალდის ნარჩენების შესახებ რამდენიმე საინტერესო ფაქტს.
ჩვენ იმდენად შევეჩვიეთ ამ პროდუქტის გამოყენებას, რომ იშვიათად ვფიქრობთ იმაზე, თუ როგორ მზადდება ის და რამდენად ცუდად მოქმედებს ჩვენს გარემოზე.
ფაქტები ქაღალდისა და ქაღალდის ნარჩენების შესახებ
· ახლაც კი, სანამ ჩვენ ვსაუბრობთ, უკვე დამზადდა 199 ტონაზე მეტი ქაღალდი.
· 1 კილოგრამი ქაღალდის დასამზადებლად იხარჯება დაახლოებით 324 ლიტრი წყალი.
· A4 ქაღალდის დასამზადებლად საჭიროა 10 ლიტრი წყალი.
· ქაღალდის 93% მზადდება ხისგან.
· ბიზნესის ნარჩენების 50% ქაღალდისგან შედგება.
· New York Times-ის საკვირაო გამოცემის დასაბეჭდად საჭიროა 75000 ხე!
· 1 ტონა ქაღალდის გადამუშავება დაზოგავს დაახლოებით 682,5 გალონ ნავთობს, 26,500 ლიტრ წყალს და 17 ხეს.
· შეფუთვა შეადგენს ჩვენი ნაგვის ⅓-ს ან უფრო მეტს.
· აშშ-ს ოფისები წელიწადში 12,1 ტრილიონ ფურცელს იყენებენ.
· მთელი ქაღალდით, რომელსაც ჩვენ ყოველწლიურად ვიყენებთ, შეგვიძლია ავაშენოთ 12 ფუტი სიმაღლის ქაღალდის კედელი ნიუ-იორკიდან კალიფორნიამდე!
· ელექტრონული რევოლუციის გამო იწინასწარმეტყველეს ქაღალდის მოხმარების შემცირება. თუმცა, ეს არ მოხდა. ქაღალდზე მოთხოვნა 2030 წლამდე სავარაუდოდ გაორმაგდება.
· ყოველი ხე გამოიმუშავებს იმდენ ჟანგბადს, რაც 3 ადამიანს ეყოფა სუნთქვის გასაუმჯობესებლად და შესანარჩუნებლად.
ტუალეტის ქაღალდის ნარჩენები
ტუალეტის ქაღალდის გლობალური მოხმარება არის დაახლოებით 22 მილიარდი კილომეტრი სიგრძე ან 42 მილიონი ტონა. მთელი ეს ქაღალდი იგივეა, რაც 50000-ჯერ აღემატება დედამიწის გარშემოწერილობას.
ქაღალდის ნარჩენების გარემოზე ზემოქმედება
ქაღალდის ხშირი გამოყენება არის ტყეების განადგურების ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი. სადისკუსიო ჯგუფებმა უდიდეს წარმატებას მიაღწიეს ეკოლოგიურად მდიდარი ტყეების დაცვასა და შენარჩუნებაში. ეს მთელი კაცობრიობისთვის უდიდესი პროგრესია!
ჩვენ მხოლოდ ახლა ვხვდებით, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ხეების დაცვა – ისინი გამოყოფენ ჟანგბადს და იცავენ ჩვენს პლანეტას შემდგომი მოსალოდნელი გლობალური დათბობისგან. ქაღალდისგან გარემოს დაბინძურება ქაღალდის ნარჩენების კიდევ ერთი შედეგია და ეს სერიოზული პრობლემაა. ჩვენ აშკარად გვჭირდება ეს პროდუქტი, შესაბამისად გამოყენების შემცირება შეუძლებელია.
ქაღალდი სიდიდით ჰაერის, წყლისა და ნიადაგის მესამე ინდუსტრიული დამაბინძურებელია. ქაღალდის წარმოებისას გამოიყენება ქლორზე დაფუძნებული გაუფერულება, რაც იწვევს ტოქსიკური მასალების გამოყოფას ჩვენს წყალში, ჰაერსა და ნიადაგში. როდესაც ქაღალდი ლპება, ის გამოყოფს მეთანს, რომელიც 25-ჯერ უფრო ტოქსიკურია, ვიდრე CO2.
ტუალეტის ქაღალდის ნარჩენების ეკოლოგიური შედეგი
42 მილიონი ტონა ტუალეტის ქაღალდის წარმოებისთვის საჭიროა:
· 712 მილიონი ხე
· 1,165 მილიონი ტონა წყალი
· 78 მილიონი ტონა ნავთობი
8 მარტივი გზა, თუ როგორ შევამციროთ გარემოს დაბინძურება
ჩრდილოეთ ამერიკაში, ქაღალდის მწარმოებელი მრავალი კომპანია ცვლის თავის ტაქტიკას დიოქსინების წარმოქმნის შესამცირებლად. დიოქსინი არის კანცეროგენი და ქაღალდის წარმოების ტოქსიკური ქვეპროდუქტი.
რა შეიძლება გავაკეთოთ ქაღალდის დაბინძურებისა და ნარჩენების შესამცირებლად?
1. გადაამუშავეთ მთელი თქვენი ქაღალდის ნარჩენები.
2. შეიძინეთ გადამუშავებული ქაღალდის მასალები.
3. ოფისში, მაგალითად, შეგიძლიათ ხელმეორედ გამოიყენოთ ქაღალდი. ეს მცირე ძალისხმევა ამცირებს ქაღალდის ნარჩენებს 50%-ით.
4. ნაკლებად გამოიყენეთ პრინტერი, თუ, რა თქმა უნდა არ გჭირდებათ.
5. კლიენტებთან და მომხმარებლებთან კომუნიკაციისას გამოიყენეთ ელექტრონული ფოსტა, ქაღალდის ნაცვლად.
6. შეამცირეთ ქაღალდის ჭიქების და ერთჯერადი ქაღალდის თეფშების გამოყენება.
7. შეიძინეთ პროდუქტები, ნაკლები შეფუთვით.
8. ისარგებლეთ უახლესი ტექნოლოგიებით, როგორიცაა ტაბლეტები, კომპიუტერები და სმარტფონები, რათა შეინახოთ ფაილები და ჩანაწერები.
ამ პატარ-პატარა ნაბიჯების გათვალისწინებით, ჩვენ შევძლებთ მოვაგვაროთ დღევანდელი დაბინძურების პრობლემები.