რა არის მუყაო? მუყაოს გადამუშავების ძირითადი საფეხურები, დადებითი მხარეები და ფაქტები

ქაღალის გადამუშავება

გადამუშავება, როგორც ძალიან ვრცელი და საინტერესო თემა, საჭიროებს უფრო ფართო განხილვას.

ამ სტატიაში განვიხილავთ მუყაოს გადამუშავებას.

თავდაპირველად, საჭიროა გავიგოთ, გავაანალიზოთ და შევისწავლოთ, თუ რა არის მუყაო, შემდეგ კი მისი გადამუშავების საფეხურები. ჩვენ ასევე გავამახვილებთ თქვენს ყურადღებას მის დადებით მხარეებსა და რამდენიმე საინტერესო ფაქტზე მუყაოს გადამუშავების შესახებ.

რა არის მუყაო?

მუყაო არის ზოგადი ტერმინი, რომელიც მოიცავს სხვადასხვა სიმტკიცისა და ხარისხის ქაღალდს.

ეს შეიძლება იყოს ერთფენიანი სქელი ქაღალდი ამ მრავალფენიანი სქელი ქაღალდი.

მუყაო გამოიყენება მრეწველობაში, ოფისებსა და სატრანსპორტო სამსახურშიც, კი.

ტერმინი “მუყაო” მოიცავს სავიზიტო ბარათებს, კატალოგის ყდას, შესაკრავად გამოყენებულ მუყაოს, სათამაშო ბარათებს, საფოსტო ბარათებს, ქაღალდის დაფებს, კვერცხის მუყაოს, მარცვლეულის მუყაოს, ფეხსაცმლის ყუთებსა და ა.შ.

მუყაოს სხვანაირად უწოდებენ გოფრირებულ მუყაოს.

ძირითადად, ყველა სახის მუყაოს გადამუშავება არის შესაძლებელი.

მუყაოს გადამუშავება არის პროცესი, რომლის დროსაც მუყაო ხელახლა მუშავდება და შემდგომ გამოიყენება სქელი ფურცლების სახით ახალი მუყაოს დასამზადებლად, რომელიც სხვაგვარად გადაიყრება და დაიწვება სხვა ნარჩენებთან ერთად.

მუყაოს გადამუშავების საფეხურები:

  1. კოლექცია:
    ეს არის გადამუშავების პირველი ნაბიჯი.

მუყაოს აგროვებენ ნაგვის ურნებიდან და ჯართიდან.

ეს ყველაფერი გადააქვთ ქარხნებში, სადაც ხდება მისი გადამუშავება.

  • დახარისხება:
    ეს კი გადამუშავების შემდეგი ნაბიჯია.

ახლა, გოფრირებული ყუთები დალაგებულია მასში დამატებული მასალების მიხედვით ან გამოყოფილია ყუთის მუყაოსა და გოფრირებული მუყაოს სახით.

გოფრირებული მუყაო ჩვეულებრივ არის სქელი და ხისტი.

მეორე მხრივ, ყუთის მუყაო გოფრირებული მუყაოსთან შედარებით ჩვეულებრივ თხელი და შედარებით მოქნილია.

მუყაოს ყუთი გამოიყენება მარცვლეულის ყუთებისა და კვერცხის ყუთების დასამზადებლად.

  1. დაქუცმაცება და დაფქვა:
    მასალების დალაგების შემდეგ, ის იყოფა და იშლება პატარა ნაწილებად.

ამ პროცესის შემდეგ, ამ ნაწილებს ურევენ წყალსა და ქიმიკატებში და შემდეგ ამზადებენ რბილობს.

წყალი და სხვა ქიმიური ნივთიერებები ისე არის დამატებული, რომ ქაღალდის ნაჭრები იშლება ნაწილებად.

ამ პროცესს ჩვეულებრივ უწოდებენ პულპირებას.

ხოლო, ამ პროცესის შემდეგ ნარევს ემატება ახალი რბილობი.

დამატებული ახალი რბილობი, როგორც წესი, ხისგან მზადდება.

ახლა კი, მთელი ეს სითხე მყარდება და ხდება უფრო მტკიცე.

  1. ფილტრაცია:
    ახლა კი გადავიდეთ ფილტრაციის პროცესზე.

ფილტრაციის შემდეგ, მოდის გამელვარების პროცესი.

გაფილტრული რბილობი გადის ფლოტაციურ მოწყობილობას.

რბილობი მუშავდება მთელი რიგი ქიმიკატებით, რომლებიც იღებენ მელანსა და საღებავს.

ამ პროცესს ჩვეულებრივ უწოდებენ დასუფთავების პროცესს.

საბოლოო პროდუქტი მზად არის გადამუშავების საბოლოო საფეხურისტვის.

  1. საბოლოო პროდუქტი გამოყენებისთვის :
    მიღებულ გაწმენდილ მასაში ახლა ისევ ურევენ ახალ ნივთიერებებს ცილინდრულ ზედაპირზე გასაშრობად.

გაშრობის პროცესში, რბილობი ასევე გადის ავტომატიზებულ მანქანას, რათა გამოიდვნოს ზედმეტი წყალი.

ეს კი ხელს უწყობს გრძელი რულონების ფორმირებას მყარ ფურცლებზე, რომელსაც შიდა დაფას უწოდებენ.

ახლა ეს შიდა დაფები ერთმანეთზეა შეკრული და გადაფარებული ფენებად, რათა მოხდეს ახალი დაფის წარმოება.

მუყაოს გადამუშავების დადებითი მხარეები

  • ინარჩუნებს ენერგიას :
    მუყაოს გადამუშავების ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა ის არის, რომ ის ინარჩუნებს დიდ ენერგიას.

ენერგიის დიდი ნაწილი გამოიყენება გოფრირებული მასალის წარმოებისთვის, რომელიც შეიძლება შენარჩუნდეს ამ გადამუშავების პროცესში.

  • ხელს უწყობს განახლებადი ენერგიის გამოყენებას:

მუყაოს გადამუშავება ხელს უწყობს განახლებადი ენერგიის გამოყენებას.

გადამუშავების პროცესის დროს ჩვეულებრივ გამოიყენება ფიჭვის ხეები, რომლებიც მარტივად განახლებადია.

ისინი შედარებით სწრაფად იზრდებიან.

  • არის ეკოლოგიურად სუფთა:
    მუყაოს გადამუშავება საგრძნობლად ამცირებს ნარჩენების გავრცელებას ნაგავსაყრელებზე.

ეს თავის მხრივ ხელს უწყობს და აუმჯობესებს გარემო პირობებს და ინარჩუნებს მის სისუფთავეს.

მუყაოს შიგთავსის უმეტესობა ბიოდეგრადირებადია და ითვლება მწვანე მასალად.

  • ინარჩუნებს ხეებს:
    ამ პროცესის დროს, შეგვიძლია შევინარჩუნოთ ხეების დიდი რაოდენობა.

მუყაოს გადამუშავების შემთხვევაში საჭიროა ნაკლები ნედლეულის გამოყენება.

ეს კი თავის მხრივ სასარგებლოა, როგორც გარემოსთვის, ისე მთლიანად კაცობრიობისთვის.

  • უზრუნველყოფს მუშაობას:
    მუყაოს გადამუშავება უზრუნველყოფს ადამიანებს უამრავ სამსახურეობრივ შესაძლებლობას.

ეს კი თავის მხრივ აუმჯობესებს ეკონომიკურ სტაბილურობასა და ზრდას.

  • ამცირებს სათბურის გაზების გამოყოფას:
    ვინაიდან მუყაო ბიოდეგრადირებადია, ის ავტომატურად იშლება.

მაგრამ ზოგჯერ მას შეუძლია მავნე გაზების გამოყოფა.

ასე რომ, იმ შემთხვევაში, თუ ის გადამუშავებადია, სათბურის გაზების გამოყოფა მნიშვნელოვნად შემცირდება.

რამდენიმე საინტერესო ფაქტი მუყაოს გადამუშავების შესახებ:

  • 1 ტონა მუყაოს გადამუშავება ინარჩუნებს 46 გალონ ზეთს.
  • მუყაოს გადამუშავება 35 %-ით ნაკლებ ენერგიას მოითხოვს, ვიდრე ახალი მუყაოს დამზადება.
  • 1 ტონა მუყაოს გადამუშავება დაზოგავს 390 კვტ/სთ ელექტროენერგიას.
  • გოგირდის დიოქსიდი 50%-ით ნაკლებს იწარმოება, ვიდრე ახალი ნედლეულებისგან.
  • გადაყრილი მუყაოს ნარჩენები მთლიანი მუნიციპალური ნარჩენების დაახლოებით 40%-ს შეადგენს.
  • იმ შემთხვევაში, თუ გოფრირებული მუყაოს 1 ტონას გადავამუშავებთ, ჩვენ დავზოგავთ დაახლოებით 700 გალონ წყალს.
  • მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გადამუშავებადი ნივთიერებაა მუყაო.
  • მსოფლიოში ტრანსპორტირებული ნივთიერებების 95% მუყაოა.
  • მუყაოს გადამუშავების შემთხვევაში, შესაძლებელია 50 000-ზე მეტი ხის გადარჩენა.

საბოლოოდ, გვინდა ვთქვათ, რომ მუყაოს გადამუშავება იცავს ბიომრავალფეროვნებასა და ჩვენს პლანეტას.

ის შეამცირებს ნაგავსაყრელებზე დაბინძურებას და ნარჩენების განვითარებას.

ამ დროს კი, იზოგება დიდი რაოდენობით ენერგია, ფული და ხეები.

მუყაო არის ისეთი ნივთიერება, რომლის ხელახლა გამოყენება შესაძლებელია მრავალი მიზნის განსახორციელებლად, მაგალითად სკოლაში პროექტის შესასრულებლად ან სათამაშოებისა და საჩუქრების შესაფუთად.

ნივთების უმეტესობა ჩვენამდე მუყაოში შეფუთული შემოდის.

ასე რომ, ეს ყველაფერი შეიძლება ხელმეორედ იყოს გამოყენებული ან გადამუშავებული.

მუყაოს გადამუშავების გამოყენება და მნიშვნელობა უნდა გავრცელდეს ცნობიერების ამაღლების პროგრამის საშუალებით.

სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს სუბსიდიები, რათა მეტი გადამუშავების მრეწველობა განხორციელდეს.

მეტი ტექნიკური წინსვლა უნდა მოხდეს გადამუშავების პროცესში, რათა ეს უფრო მარტივი და უკეთესი გზით განხორციელდეს.

ამრიგად, გადამუშავების ინდუსტრიას შეუძლია წარადგინოს საჭირო აქტივები ეკონომიკის ზრდის მიზნით.

ასე რომ, საჭიროა ყველა ერთად გავერთიანდეთ, ხელი შევუწყოთ მუყაოს გადამუშავებასა და გადავარჩინოთ ჩვენი დედამიწა.

გაზიარება

სხვა პოსტები

ქაღალის გადამუშავება

ქაღალდის გადამუშავების სამი ძირითადი დადებითი მხარე

ამერიკელების უმრავლესობას ღრმად სწამს და სჯერა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია გადავამუშაოთ თითოეული ქაღალდის ნაჭერი. განვითარებად ქვეყნებში ქაღალდის გადამუშავების მიმართულებით უფრო მეტი პრობლემემია. საქართველოშიც მსგავსი ვითარებაა. უნდა

ქაღალის გადამუშავება

ქაღალდის გადამუშავების 7 ძირითადი დადებითი მხარე

ქაღალდის გადამუშავება – არ არის მხოლოდ ნარჩენების მრავალჯერადი გამოყენების პროდუქტად გადაქცევის პროცესი, არამედ ის უფრო დიდ გავლენას ახდენს გარემოზე, საზოგადოებასა და ეკონომიკაზე. თითოეული ჩვენგანი სერიოზულად

მაკულატურის ჩაბარება

მაკულატურის გადამუშავების მნიშვნელობა

ადამიანების უმეტესობას არ ესმის, თუ რა სარგებელი მოაქვს ქაღალდის გადამუშავებას და როგორ უნდა გადავამუშაოთ ქაღალდი სწორად. რადგანაც, ქვეყნების უმრავლესობისთვის  რესურსებისა და ნარჩენების მართვა ხდება შედარებით

მაკულატურის ჩაბარება

ქაღალდი ნაგავსაყრელებზე მთლიანი ნარჩენების დაახლოებით 26%-სშეადგენს

ქაღალდის წარმოება იწვევს ტყეების განადგურებას, ხარჯავს უზარმაზარ ენერგიას და წყალს და ხელს უწყობს ჰაერის დაბინძურებას. ქაღალდის წარმოება და ნარჩენები 2010 წლიდან 2060 წლამდე, ქაღალდის გლობალური